ტრაგედია აეროპორტის გზაზე: "პიკაპის" ტიპის "ჯიპმა" ქალბატონის სიცოცხლე იმსხვერპლა

ტრაგედია აეროპორტის გზაზე: "პიკაპის" ტიპის "ჯიპმა" ქალბატონის სიცოცხლე იმსხვერპლა

აეროპორტის გზაზე ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა. ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე შუახნის ქალბატონს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც Ambebi.ge-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამასთან, როგორც შემთხვევის ადგილიდან Ambebi.ge-ს ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე დგას სავარაუდოდ სამხედრო დანიშნულების "პიკაპის" ტიპის "ჯიპი," რომელიც დაზიანებულია.

შემთხვევის ადგილზე პატრულის თანამშრომლების გარდა სამხედროებიც იმყოფებიან, თუმცა არც ერთი მათგანი მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია