წინასწარი ინფორმაციით, ალჟირის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნას 116 ადამიანი ემსხვერპლა

წინასწარი ინფორმაციით, ალჟირის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნას 116 ადამიანი ემსხვერპლა

ალჟირის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი A320, რომელიც რადარებიდან გაუჩინარდა, ნიგერიაში ჩამოვარდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუდან ალჟირის მიმართულებით მიფრინავდა.

Air Algerie-ის თვითმფრინავი ერთობლივ რეისს ესპანურ ავიაკომპანია Swiftair-თან ერთად ასრულდებდა.

წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 110 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი დაიღუპნენ.

ნავიგაციის სამსახურმა თვითმფრინავთან კონტაქტი მისი აფრენიდან დაახლოებით 50 წუთში, მალის ტერიტორიაზე დაკარგა.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია