”არაადამიანური ღრიალის ხმა გავიგე და ამ დროს შენობაში წყალი შემოვარდა" - ფოტორეპორტაჟი გურიიდან სტიქიის შემდეგ

”არაადამიანური ღრიალის ხმა გავიგე და ამ დროს შენობაში წყალი შემოვარდა" - ფოტორეპორტაჟი გურიიდან სტიქიის შემდეგ

გუშინდელი გადაუღებელი წვიმისა და ქარის შედეგად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.

ყველაზე მეტად დაზარალდა სოფელი ნაბეღლავი, სადაც ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ნიაღვარმა დააზიანა გზები, მილხიდები, საცხოვრებელი სახლები.

განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზარალი მიადგა ნაბეღლავის ქარხანას, სადაც მუშაობა შეჩერებულია. ქარხანამდე მისასვლელი გზა წაღებულია. მიწაშია ჩამარხული ჭაბურღილები და სხვა შენობა ნაგებობები.

"ღამის ორი საათი იყო. რაღაც საოცარი ხმა გავიგე, არაადამიანური ღრიალის და ამ დროს შენობაში წყალი შემოვარდა. მეც არ ვიცი, როგორ მოვახერხე გარეთ გამოსვლა და სამშვიდობოს გაღწევა", - ყვება "გურია ნიუსთან" ნაბეღლავის ქარხნის დარაჯი.

”გურია ნიუსი”

იხილეთ ყველა ფოტო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია