"დამიტოვე ატირებული ნუცა... არ გეპატიება, ცუდი საქციელია" - გმირულად გარდაცვლილ 21 წლის რუსთაველ პოეტს მეგობარი გოგო ემშვიდობება

"დამიტოვე ატირებული ნუცა... არ გეპატიება, ცუდი საქციელია" - გმირულად გარდაცვლილ 21 წლის რუსთაველ პოეტს მეგობარი გოგო ემშვიდობება

"ერთნაირად შოკირებული და გაბრაზებული ვარ იმიტომ, რომ აღარ მეყოლები და იმიტომ, რომ პირობა დაარღვიე - წახვედი!", - წერს საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე 21 წლის რუსთაველი პოეტის, ოთო გურგენიშვილის მეგობარი გოგო, ნუცა ბასილაშვილი.

ოთო გურგენიშვილი წუხელ გვიან საღამოს რუსთავში ლეონიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები ყვებიან ოთო მეგობარ გოგონასთან ერთად გზაზე გადადიოდა, მათ გვერდით გზის გადავლას ცდილობდა ბავშვი, ამ დროს გზაზე გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მერესედესის მარკის ავტომანქანა გამოჩნდა. ოთომ ბავშვის გადარჩენის მიზნით, მას ხელი ჰკრა და მანქანა თავად დაეჯახა. მსუბუქად დაშავდა ოთოს მეგობარი გოგონა.

"არ მახსოვს დანაპირები არ შეგესრულებინოს... ერთნაირად შოკირებული და გაბრაზებული ვარ იმიტომ, რომ აღარ მეყოლები და იმიტომ, რომ პირობა დაარღვიე- წახვედი! მეშინია ჩვენი შეტყობინებების გადაკითხვის.. ამ რამდენიმე საათში ათასჯერ შემოვედი შენს თაიმლაინზე და ორიათასჯერ ვცადე მეპოვა შენი არარსებობის სულ მცირე ფაქტიც კი... ჯერ ისევ მგონია, რომ ცუდ სიზმარში ვარ, რომ მალე გამეღვიძება და აუცილებლად დამხვდება შენი შეტყობინება... რა დამიტოვე.. დაცარიელებული, მოწყენილი, ატირებული ნუცა... არ გეპატიება, ცუდი საქციელია... რამდენიმე საათის წინ იყო აღფრთოვანებული რომ მიყვებოდი შენს გეგმებზე და ახლა უცებ ყველაფერი უაზროდ შემატოვე ხელში... მეცამეტე თვე ჩვენი თვე იქნება! სადღაც მაინც დადგება ეს მეცამეტე თვე... — ოთო გურგენიშვილთან ერთად", - წერს ნუცა ბასილაშვილი.

გუშინ საღამოს, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, ოთო გურგენიშვილს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ბოლო პოსტი გამოუქვეყნებია: "ბიჭებო (მამაკაცებო), უთხარით თქვენს გოგონებს (ქალებს), რომ ძალიან ლამაზები არიან. მხოლოდ სამი სიტყვაა სათქმელი და სამაგიეროდ მათი სახეების დანახვა უნდა გიღირდეთ ყველაფრად. იყავით უფრო მეტად ხალისიანები და ლაღები. გაილამაზეთ ცხოვრება და ყოველთვის და ყველგან გახსოვდეთ, რომ ბედნიერება ნამდვილად წვრილმანებშია. "

ნახეთ | 21 წლის რუსთაველი გმირი, რომელმაც ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, თავად კი გარდაიცვალა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია