მესტიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

მესტიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

მესტიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, ხევში ავტომანქანის გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა სასტუმრო "თეთნულდის" დირექტორი და მისი მეგობარი.

სასტუმროს თანამშრომლების ინფორმაციით, ისინი ავტომანქანით სეირნობდნენ, რა დროსაც ტრაგედია შემთხვევა მოხდა. მათივე ცნობით, მანქანაში მყოფი მცირეწლოვანი ბავშვი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია