მესტიაში უბედური შემთხვევის შედეგად, შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი დაიღუპა

მესტიაში უბედური შემთხვევის შედეგად, შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი დაიღუპა

მესტიაში უბედური შემთხვევის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ეკატერინე კერესელიძე დაიღუპა. განცხადებას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.

მესტიაში ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსმა" გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მესტიაში, ხევში ავტომანქანის გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა ორი ადამიანი.

სასტუმროს თანამშრომლების ინფორმაციით, ისინი ავტომანქანით სეირნობდნენ, რა დროსაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. მათივე ცნობით, მანქანაში მყოფი მცირეწლოვანი ბავშვი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია