რატომ იჩხუბეს "ჩიხურასა" და "ნეფთჩის" ფანებმა ბაქოში

რატომ იჩხუბეს "ჩიხურასა" და "ნეფთჩის" ფანებმა ბაქოში

აზერბაიჯანული მედიის ცნობით ბაქოს "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" ფანებს შორის ჩხუბი მოხდა.

მიზეზი კი "ჩიხურას" ფანების მიერ სტადიონზე საქართველოს რუქის ჩამოკიდება გახდა, სადაც ზაქათალა და შეკი საქართველოს ტერიტორიაზე იყო აღბეჭდილი.

ფრუიძეს მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ამ თემასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს.

"ძალიან ვწუხვართ იმის გამო, რაც მოხდა ტრიბუნებზე რუქის გამო. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი და მეზობელია. ვინც ეს რუქა ჩამოკიდა "ჩიხურას" ნამდვილი გულშემატკივარი არაა, ჩვენს ნამდვილ ფანებს კი მადლობას ვუხდი მხარდაჭრისთვის", - აღნიშნა ფრუიძემ.

"აზერისპორტის" ცნობით კი რამდენიმე ქართველი გულშემატკივარი დაკავებულია, რომელიც შეხვედრის დასრულების შემდეგ სამართალდამცველებთან კონფლიქტში შევიდა.

შეგახსენებთ, რომ ბაქოში შეხვედრა უგოლო ფრედ დასრულდა, საპაუხო მატჩი 7 აგვისტოს თბილისში გაიმართება.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია