აჭარაში ახალგაზრდა გოგონებს მეხი დაეცათ

აჭარაში ახალგაზრდა გოგონებს მეხი დაეცათ

კურორტ ბეშუმში მეხის ჩამოვარდნის შედეგად სამი გოგონა დაშავდა. როგორც კურორტ "ბეშუმის" დირექტორმა ვაჟა ზოიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გუშინ, დაახლოებით, 20:00 საათზე, ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს ტრანსფორმატორის სიახლოვეს მეხი ჩამოვარდა, რომლის დროსაც ტერიტორიის მიმდებარედ მყოფი 17 წლამდე ასაკის გოგონები დაზიანდნენ. ერთ მათგანს კიდურების პირველი ხარისხის დამწვრობა აქვს.

"ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს ბეშუმში ტრანსფორმატორის მიმდებარედ ჩამოვარდა მეხი, რა დროსაც ტრანსფორმატორთან ახლოს მიმავალი სამი გოგონა დაზიანდა. ერთმა პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღო ხელსა და ფეხზე, ხოლო ორ გოგონას მცირე დაზიანებები აქვს. მათ ამბულატორიაში ჩაუტარდათ შესაბამისი დახმარება და სახლში გაეწერნენ. მეხის ჩამოვარდნის დროს, ასევე, გაითიშა ტრანსფორმატორი", - აღნიშნა ვაჟა ზოიძემ.

მისივე განმარტებით, მოზარდები ხულოს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები არიან და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია