გიორგი ნაზღაიძე ოთხმა მამაკაცმა სცემა: "თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს" - თამუნა მუსერიძე თავდასხმის დეტალებზე

გიორგი ნაზღაიძე ოთხმა მამაკაცმა სცემა: "თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს" - თამუნა მუსერიძე თავდასხმის დეტალებზე

ტელე-რადიო წამყვანი და დიზაინერი გიორგი ნაზღაიძე ჰოსპიტალიზებულია. ცოტა ხნის წინ მან "ფეისბუქზე" საავადმყოფოში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით "მაინც კარგად ვარ თქვე *ოზებო". რა შეემთხვა ტელეწამყვანს, ამის შესახებ კომენტარის გაკეთებისგან თავად გიორგი ნაზღაიძე თავს იკავებს. მას სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული. Ambebi.ge ინფორმაციისთვის გიორგი ნაზღაიძის მეგობარს, თამუნა მუსერიძეს დაუკავშირდა.

- თამუნა, რა შეემთხვა გიორგი ნაზღაიძეს?

- ინტერნეტის მეშვეობით გავიგე გიორგის ამბავი. "ფეისბუქზე" ვნახე კლინიკაში გადაღებული ფოტოები და ვცადე მასთან დაკავშირება. გიორგი გუშინ ღამით სცემა ოთხმა უცნობმა მამაკაცმა ვარკეთილში. ისინი მოულოდნელად დაესხნენ თავს გიორგის იმ დროს, როცა მაღაზიიდან გამოდიოდა. გიორგიმ თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია და მათ მოსაგერიებლად ბეისბოლის ჯოხი გამოიყენა. ხმაურზე ხალხი გამოვიდა ეზოებიდან და თავდამსხმელები გაიქცნენ, გიორგი კი მეგობარმა საკუთარი მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანა. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება მუცელში და თავზე. თავდამსხმელები ურტყამდნენ ფეხებს და ბლაგვი საგანი ჩაარტყეს თავში.

- რა მოტივით უნდა ეცემათ გიორგი ნაზღაიძე?

- თავად ამბობს, რომ მისი დაყაჩაღება სურდათ, მაგრამ თავდამსხმელებმა ეს ვერ მოახერხეს, რადგან ხალხის თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი. თავად ძალიან სუსტად არის, ინციდენტის რაღაც დეტალები არ ახსოვს.

- სამართალდამცავებს მიმართა გიორგი ნაზღაიძემ?

- გიორგი დღეს დილით მოვიდა აზრზზე და გახდა კონტაქტური. როგორც ვიცი ამის შესახებ პოლიციაში არ განუცხადებია.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ასევე იხილეთ: "მაინც ცოცხალი ვარ თქვენი *ოზი დედაც" - გიორგი ნაზღაიძე ჰოსპიტალიზებულია

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია