ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად განწირული მორიგი გმირი - "10 წლის დისშვილის გადასარჩენად გადახტა..."

ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად განწირული მორიგი გმირი - "10 წლის დისშვილის გადასარჩენად გადახტა..."

სოფელ შაუმიანში უბედურება მოხდა. მდინარე ხრამში გუშინ შუა დღეს ახალგაზრდა ბიჭი არმენ კარაპეტიანი დაიხრჩო, - ამის შესახებ Ambebi.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება.

"მდინარეზე ბიჭებთან ერთად წავიდა საბანაოდ და თან წაიყვანა 10 წლის დიშვილი. ბავშვი მდინარემ გაიტაცა, არმენი ბავშვის გადასარჩენად გადახტა, თვითონ კი მდინარემ წაიღო. ეს ამბავი დღისით მოხდა, ხოლო გარდაცვლილის გვამი საღამოს იპოვეს", - განუცხადეს ახლობლებმა Ambebi.ge-ს კორესპოდენტს.

სოფელ შაუმიანის მცხოვრები არმენ კარაპეტიანი 27 წლის იყო.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში ბავშვის გადასარჩენად კიდევ ერთმა ახალგაზრდამ გასწირა სიცოცხლე. რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 21 წლის ოთო გურგენიშვილი გარდაიცვალა. მან სიკვდილს მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა, რომელსაც გზაზე გადასვლის დროს მანქანა ეჯახებოდა. ოთო გურგენიშვილმა ბავშვს ხელი ჰკრა და მანქანას აარიდა, რის შემდეგაც დიდი სისწრაფით მიმავალი "მერსედესის ჯიპი" მას დაეჯახა.

ნინი მაჭავარიანი, Ambebi.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია