სამაშველო ჯგუფებს დარიალის ხეობიდან მოქალაქეები ვერტმფრენით გამოჰყავთ

სამაშველო ჯგუფებს დარიალის ხეობიდან მოქალაქეები ვერტმფრენით გამოჰყავთ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფებს დარიალის ხეობიდან მოქალაქეები ვერტმფრენის საშუალებით გადმოჰყავთ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიის ადგილზე სამაშველო ოპერაციას აწარმოებენ. შსს-ს მაშველებმა დარიალის ხეობაში მდებარე მამათა მონასტრიდან ყაზბეგამდე 70-ზე მეტი მოქალაქე გადმოიყვანეს.

სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახის მძიმე ტექნიკა. მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება ორი პირი, რომლებიც ხეობაში ჰესის სადერევაციო გვირაბში აწარმოებდნენ სამუშაოებს. შსს-ს მაშველები მათ საძიებო სამუშაოებს გვირაბის ორივე შესასვლელიდან აწარმოებენ. სრულად არიან ევაკუირებული დარიალჰესის და დარიალის საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომლები.

" სიტუაციების მართვის დეპარტამენტში 20 აგვისტოს, გვიან ღამით შევიდა შეტყობინება დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის შესახებ. დევდორაკის მყინვარიდან მოწყვეტილი წყლიანი მასის ჩამოწოლამ მდინარე თერგის კალაპოტის შეცვლა გამოიწვია. მდინარის წყალი საავტომობილო გზის გასწვრივ მიედინება",-ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია