მდინარე თერგმა ერთი ცხედარი გამორიყა - დარიალის სტიქიის მსხვერპლი თურქეთის მოქალაქეა

მდინარე თერგმა ერთი ცხედარი გამორიყა - დარიალის სტიქიის მსხვერპლი თურქეთის მოქალაქეა

მდინარე თერგმა, რუსეთის მხარეს სოფელ ლარსში ერთი ცხედარი გამორიყა. ყაზბეგის გამგებლის გივი ქირიკაშვილის ინფორმაციით, მდინარემ თურქეთის მოქალაქის ცხედარი გამორიყა, რომელიც წუხელ სტიქიის დროს გვირაბში მუშაობდა. ამ დრომდე უცნობია ინფორმაცია მეორე დაკარგულის შესახებ.

მისივე ინფორმაციით, დარიალის ხეობაში მამათა მონასტრის ტერიატორიაზე მყოფი ყველა პირი უკვე თბილისშია. მონასტრის ტერიტორიაზე რჩებიან ბერები. გამგებლის განცხადებით, მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

დარიალის ხეობაში მეწყერი წუხელ ჩამოწვა. დატბორილია ყაზბეგი-ლარსის საბაჟო; ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დარიალის ხეობაში მეწყერი მიმდინარე წლის 17 მაისსაც ჩამოწვა. მაშინ სტიქიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია