თავის მოკვლის მიზნით მტკვარში ახალგაზრდა გოგონა გადახტა

თავის მოკვლის მიზნით მტკვარში ახალგაზრდა გოგონა გადახტა

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უმცროსმა სერჟანტმა დღეს ახალგაზრდა ქალი გადაარჩინა, რომელიც თვითმკვლელობის მიზნით მტკვარში გადახტა.

როგორც  პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გვაცნობა, მალხაზ სინჯარაძემ ახალგაზრდა ქალი მტკვარში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შენიშნა და იგი ნაპირზე გამოიყვანა.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ სამაშველო სამსახურის და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია