პატიმრების ჩხუბის დეტალები - რა მოხდა სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებაში

პატიმრების ჩხუბის დეტალები - რა მოხდა სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებაში

სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულების ერთ-ერთი საკანში წუხელ, ღამის პირველ საათზე ორ პატიმარს შორის ჩხუბი მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, თეა პერტაიამ განუცხადა, ჩხუბის შემდეგ ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც აგრესიით გამოირჩეოდა, მე-7 დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისივე თქმით, პატიმრის გადაყვანისას მის მიმართ სხვა მსჯავრდებულების მხრიდან იყო მხოლოდ მხარდასაჭერი გადაძახილები. პერტაია სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე სპეცრაზმის შეყვანას ან თავად დაწესებულებაში რაიმე დაძაბულობას და არეულობას უარყოფს. მისივე თქმით, ციხეში სიმშვიდეა.

"გუშინ, ღამის პირველ საათზე, აღნიშნული დაწესებულების ერთ-ერთ საკანში მსჯავრდებულებს შორის მოხდა ჩხუბი. ერთ-ერთი მსჯავრდებული, რომელიც გამოირჩეოდა აგრესიით, უსაფრთხოებისა და დაპირისპირების გაგრძელების პრევენციისთვის, გადაყვანილ იქნა მე-7 დაწესებულებაში. მისი გადაყვანისას იყო მხოლოდ გადაძახილები, ხოლო არეულობა ან დაძაბულობა ციხეში არ ყოფილა", - განაცხადა პერტაიამ.

რუსთავის მე-6 დაწესებულებაში ვითარების შესახებ კომენტარი "ინტერპრესნიუსმა" სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელთან დილითაც ჩაწერა, თუმცა მაშინ ჩხუბის შესახებ არაფერი თქმულა.

როგორც პრესსამსახურში განმარტეს, ჩხუბის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით მიიღეს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია