სასწაულებრივად გადარჩენილი სიცოცხლე

სასწაულებრივად გადარჩენილი სიცოცხლე

ჩინეთში, გუანჩის ოლქში, 50 წლის ბატონი ჰო თავის ძველ სახლს ანგრევდა, როცა მოზრდილი რკინის წვეტიანი ნაჭერი ჩამოვარდა და თავის ქალაში შეერჭო. დაშავებულები სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ექიმები მის გადარჩენას ვერ პროგნოზირებდნენ, თუმცა სასწაულია, რომ პაციენტი წარმატებული ქირურგიული დახმარების შემდეგ სრული გამოჯანმრთელების მოლოდინშია.

ექიმები გაოგნებულნი დარჩნენ როცა ბატონი ჰო საავადმყოფოში მიყვანისას არა მხოლოდ ცოცხალი, არამედ სრულ გონზე იყო.  ექიმებს სპეციალური ჯგუფის გამოძახება დასჭირდათ, ვინც რკინის ნაჭრის გადახერხვას შესძლებდა.

ამის შემდეგ პაციენტს კიდევ ჩაუტარდა რამდენიმე გადაუდებელი ქირურგიული დახმარება და თავის ქალის სიღრმიდან ამოაცალეს რკინის ნაჭერი. საავადმყოფოს მედპერსონალის თქმით ბატონი ჰო თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ოპერაციის წინ პაციენტს ჩაუტარდა რენდგენული გამოკვლევა, სადაც გარკვევით გამოჩნდა რკინის მდებარეობა.

მან შუბლის მარჯვენა ნაწილიდან გაიარა თავის ქალაში და მარცხენა ლოყაში, ნიკაპთან ახლოს გამოვიდა. რკინის სულ უმნიშვნელო მიმართულების ცვლილებას შეეძლო გამოეწვია თვალის დაზიანება ან გაივლიდა ტვინში, რაც მის გარდაუვალ სიკვდილს გამოიწვევდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია