9 წლის გოგონამ მსროლელი ინსტრუქტორი მოკლა - უბედური შემთხვევა სროლის წესების სწავლებისას მოხდა

9 წლის გოგონამ მსროლელი ინსტრუქტორი მოკლა - უბედური შემთხვევა სროლის წესების სწავლებისას მოხდა

არიზონაში, 39 წლის ინსტრუქტორი, რომელიც 9 წლის გოგონას ავტომატიდან სროლის წესებს უხსნიდა, შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი გახდა.

ინსტრუქტორი გოგონას ისრაელის წარმოების Uzi პისტოლეტ-ტყვიამფრქვევიდან მიზანში სროლის წესებს უხსნიდა. მან გოგონას ჯერ ერთჯერადი გასროლის წესი აუხსნა, ხოლო შემდეგ იარაღი ავტომატური სროლის რეჟიმზე გადაიყვანა ისე, რომ იარაღი გოგონას ეჭირა ხელში.

ინსტრუქტორი გოგონასგან მარცხნივ იდგა. გოგონამ ჩახმახს გამოჰკრა ხელი, რასაც ავტომატური გასროლა მოჰყვა. ბავშვმა უკუცემის ძალის გამო იარაღის სწორი მიმართულებით დაკავება ვეღარ შესძლო და ძალაუნებურად, ლულა მხარმარცხნივ გაექცა, რის შემდეგაც ტყვია ბავშვისკენ თავდახრილ ინსტრუქტორს მოხვდა.

ჩარლზ ვაკა ნევადის შტატის ლას-ვეგასის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.

9 წლის გოგონა სასროლეთის ტერიტორიაზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა ტრაგიკული შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელეს, თუმცა, მასზე საბედისწერო გასროლა ამოჭრილია.

ნახეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია