შემზარავი მკვლელობა მარიამობის ღამეს - რატომ მოკლა სასტიკად სამი ახალგაზრდა თანასოფლელმა

შემზარავი მკვლელობა მარიამობის ღამეს - რატომ მოკლა სასტიკად სამი ახალგაზრდა თანასოფლელმა

ბოლო განახლება | ადიგენში მოკლულები ოჯახებში მიასვენეს

ასევე იხილეთ: შსს ადიგენში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შემზარავი მკვლელობა მოხდა ადიგენის რაიონში. სოფელ ყარათუბნის შესასვლელში წუხელ, გვიან ღამით სამი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

გარდაცვლილები არიან ამავე სოფლის მცხოვრები, ორი გვარად სირბილაძე, ერთი - ნარიმანაშვილი. ნარიმანაშვილის ძმა ბექა ნარიმანაშვილი კი მძიმედ დაჭრილი ახალციხის საავადმყოფოშია მოთავსებული.

ადგილობრივმა სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. იგი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადიგენის სამსახურის უფროსი დავით კუბლაშვილია. კუბლაშვილი და გარდაცვლილი ახალგაზრდები თანასოფლელები არიან.

როგორც სოფელში ამბობენ, ამ ოჯახებს შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობა იყო.

მკვლელობის მიზეზად  მარიამობის დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ მომხდარი შეკამათება სახელდება.

როგორც მოსახლეობა ამბობს, კამათი დავით კუბლაშვილის ვაჟსა და მის მეგობრებს შორის მოხდა, რა დროსაც კუბლაშვილის ვაჟმა მამას დაურეკა, მამამ კი ცეცხლსასროლი იარაღი აიღო, ბიჭებს გზაზე დახვდა და ესროლა.

სოფელ ყარათუბანში მობილიზებული არიან სამართალდამცავები. კუბლაშვილების ოჯახი წუხელ გვიან ღამითვე გაიყვანეს სოფლიდან.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია