კახეთში 7 წლამდე გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 50 წლის მამაკაცი დააკავეს

კახეთში 7 წლამდე გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 50 წლის მამაკაცი დააკავეს

გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ 7 წლამდე ასაკის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, მამაკაცი გოგონას მეზობელი იყო. სასამართლომ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. ბრალდებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ბოლო პერიოდში კახეთში გაუპატიურებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტები განსაკუთრებით გახშირდა.

ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა რეგიონში, მიმდინარე წლის 26 მაისს მოხდა. 16 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ხასიათის მოქმედების იძულების ბრალდებით 38 წლის მამაკაცი დააკავეს. სიღნაღის პროკურატურის ინფორმაციით, მამასა და შვილს შორის გარყვნილი ქმედების ფაქტი სამჯერ მოხდა.

ამავე წლის მაისში პროკურატურამ ლაგოდეხის რაიონში არასრულწლოვანის მოტაცებისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 მამაკაცი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საქმე ეხება 15 წლის გოგონას. მან კახეთის საინფორმაციო ცენტრს უამბო, რომ მაშინ მოიტაცეს, როცა სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, 3 დღის განმავლობაში გატაცებული ჰყავდათ და 17 წლის საქმრო მას მანქანაში ყოველ ღამით აუპატიურებდა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია