ვაკეში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ვაკეში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში, აბაშიძის ქ. #50-თან მკვლელობა მოხდა. შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებს ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. ჯერჯერობით ისინი კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ადგილზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლულია 25 წლამდე ასაკის ლაშა მახარაძე.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ მოხდა გასროლა, რის შედეგადაც გარდაცვლილის გარდა კიდევ ერთი პირი დაიჭრა.

იმ ტერიტორიაზე, სადაც შემთხვევა მოხდა, "გოლფის" მარკის ავტომობილი დგას, რომლიდანაც ამ დროისთვის ანაბეჭდების აღება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ნახეთ ვიდეო

ლაშა მახარაძის მკვლელობა | ყველა მნიშნველოვანი დეტალი თეგზე #ლაშა მახარაძე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია