"მისი ძმა ცოლთან და პატარა შვილთან ერთად ავარიაში გარდაიცვალა!" - აბაშიძეზე მოკლული ლაშა მახარაძის დიდი ოჯახური ტრაგედია

"მისი ძმა ცოლთან და პატარა შვილთან ერთად ავარიაში გარდაიცვალა!" - აბაშიძეზე მოკლული ლაშა მახარაძის დიდი ოჯახური ტრაგედია

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. ამ დროისათვის სამინისტროში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მკვლელობა აბაშიძის ქუჩის N50-თან წუხელ მოხდა. მოკლულია ლაშა მახარაძე. არსებული ინფორმაციით, მახარაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლეს. მახარაძე შემთხვევის ადგილიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმების ინფორმაციით, საავადმყოფოში მიყვანისას მას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მახარაძეც და მკვლელიც პატიმრობიდან ამნისტიით იყვნენ გათავისუფლებული.

როგორც ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი Facebook-ზე წერს, მოკლული მახარაძის ოჯახისთვის ეს პირველი დიდი ტრაგედია არ არის. მისი თქმით, 1 წლის წინ ლაშა მახარაძის ძმა ცოლ-შვილთან ერთად ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაიცვალა.

Facebook/ ნანუკა ჟორჟოლიანი:

"ერთი წლის წინ, მარიამობას აჭარიდან მოდიოდა თენგო მახარაძე ცოლთან და პატარა შვილთან ერთად. ავარია მოხდა და სამივე გარდაიცვალა! ყველაზე საშინელი ტრაგედია იყო ეს ამბავი თუ რამე მინახავს და გამიგია. თენგოს ძმაა ლაშა, რომელიც დღეს ჩაცხრილეს! ღმერთო ძალა მიეცი მათ დედას!", - წერს ტელეწამყვანი.

ლაშა მახარაძის მკვლელობა | ყველა მნიშნველოვანი დეტალი თეგზე #ლაშა მახარაძე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია