რა იყო შურისძიების მიზეზი, რომელსაც ლაშა მახარაძე შეეწირა - მკვლელობის ახალი ვერსია

რა იყო შურისძიების მიზეზი, რომელსაც ლაშა მახარაძე შეეწირა - მკვლელობის ახალი ვერსია

ბოლო განახლება | არსებული ინფორმაციით, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს

ვაკეში მოკლული 25 წლის ლაშა მახარაძის მკვლელობა გახსნილია. შემთხვევა აბაშიძეზე სამი დღის წინ მოხდა. გარდაცვლილის ახლობლების და სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ვაკეში გ.ო.-მ, მეტსახელად "ოქრიკამ" მოკლა.

"ოქრიკა" შემთხვევის ადგილზე "მერსედესის" მარკის ავტომბლით მივიდა, ნომრით LBD 777, რომელიც ლადო ბერძენიშვილს, იგივე ბერძენას საკუთრებაშია. ლადო ბერძენიშვილი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.  როგორც ამბობენ, ოქრიკამ ლაშა მახარაძეს ჰკითხა, ისევ იყო თუ არა მასზე ნაწყენი და ამის შემდეგ ესროლა და გაიქცა.

შსს-ს ცნობით, საქმე გახსნილია. "ოქრიკას" თანმხლები პირი "ბერძენა", პოლიციამ ფასანაურში დააკავა.

მახარაძის მკვლელობის მიზეზად წარსულში მომხდარი შურისძიება სახელდება. თუმცა შურისძიების დეტალები უცნობია. Ambebi.ge-მ მახარაძის კლასელებისგან შეიტყო, რომ 25 წლის მამაკაცის სიცოცხლე "ოქრიკასთან" მისი ძმის რამდენიმე წლის წინ მომხდარ დაპირისპირებას შეეწირა.

"ოქრიკა" სასჯელს ლევან თალაკვაძის მკვლელობის გამო იმ პერიოდში იხდიდა, როდესაც ლაშა მახარაძის ძმა მარიხუანას მოხმარების გამო იჯდა ციხეში. ცნობილია, რომ "ოქრიკას" ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ხშირად გადაჰყავდათ ე.წ. "რეზბალნიცაზე". ჩვენი ინფორმაციით, ის ციხეში ცდილობდა ე.წ. მაყურებლის სტატუსი მოეპოვებინა, რის გამოც ხშირად ექმნებოდა კონფლიქტი პატიმრებთან.

გარდაცვლილი ლაშა მახარაძის კლასელი Ambebi.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ "ოქრიკას" და ლაშა მახარაძის ძმას შორის კონფლიქტი სწორედ ციხეში დაიწყო. მისი თქმით, ლაშა მახარაძის ძმამ "ოქრიკა" ციხეში სცემა და სწორედ ეს გახდა მომავალი სისხლიანი შურისძიების მიზეზი.

შსს-ს გახმაურებული მკვლელობის ოფიციალური ვერსია ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ლაშა მახარაძის მკვლელობა | ყველა მნიშნველოვანი დეტალი თეგზე #ლაშა მახარაძე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია