რა მოხდა შეყვარებულთან ჩხუბის შემდეგ - მუსერიძე პატრულის მხრიდან მის ძმაზე ძალადობაზე საუბრობს

რა მოხდა შეყვარებულთან ჩხუბის შემდეგ - მუსერიძე პატრულის მხრიდან მის ძმაზე ძალადობაზე საუბრობს

გვიან ღამით, ინტერნეტით ტელეწამყვანმა თამუნა მუსერიძემ მისი ძმის ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებზე ჩანს, რომ ტელეწამყვანის ძმას, გიორგი მუსერიძეს სხეულის სხვადასხვა მიდამოებში დაზიანებები აღენიშნება. Ambebi.ge კომენტარისთვის ტელეწამყვანს დაუკავშირდა:

- თამუნა, რატომ სცემა თქვენი ძმა პატრულმა?

- როგორც ჩემი ძმა ამბობს, ის დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა შეყვარებულთან ერთად. იჩხუბეს, რის შემდეგაც შეყვარებული ტაქსში ჩაჯდა და წავიდა. გიორგიმ მას ტელეფონზე დაურეკა, ამ დროს მივიდა მასთან პატრული და უთხრა, რამდენს ტლიკინებო; ესეც შეეპასუხა და ამას მოჰყვა ჩხუბი. ერთი ორჯერ წამოარტყეს. გიორგის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება მუცელზე, სახეზე და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში (იხილეთ ფოტოგალერეა).

- ჭრილობები როგორ მიაყენა პატრულმა?

- ამბობს, რომ მას მუცელში ჩაარტყეს დანიანი დრინი. აქვს ნაკაწრები.

- მიმართეთ თუ არა გენინპექციას?

- ჩემი ძმა ადრე დაჭრეს და მათთვის არ უჩივლია.

Ambebi.ge-მ ფაქტი შსს-ში გადაამოწმა.

"ჩვენ მოვიკვლიეთ ეს ინფორმაცია და ფაქტი არ დასტურდება. აღნიშნულ პიროვნებას შეუძლია მიმართოს გენერალურ ინსპექციას", - განუცხადა პრესსამსახურმა Ambebi.ge-ს.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია