თბილისში ე.წ. ბოშების ბაზრობა დაიწვა - მოვაჭრეები ხანძარს გაქურდვის ფაქტს უკავშირებენ

თბილისში ე.წ. ბოშების ბაზრობა დაიწვა - მოვაჭრეები ხანძარს გაქურდვის ფაქტს უკავშირებენ

თბილისში, ე.წ. ბოშების ბაზრობა დაიწვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ვაგზლის მოედანზე, წინამძღვრიშვილის N198-ში 2500 კვ.მ ფართობი დაიწვა. შეტყობინება საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში 05:40 საათზე შევიდა.

ადგილზე იმყოფება საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე. როგორც მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ცეცხლის გაჩენის შედეგად მსუბუქი დამწვრობა ობიექტის დაცვის ერთმა წევრმა მიიღო. ხანძრის გავრცელების საფრთხე მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელ ბინებშიც იყო, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხერხდა და მხოლოდ ორ ოთახში ჩავიდა წყალი.

ბაზრობის მოვაჭრეები ფიქრობენ, რომ ხანძრი ხელოვნურად არის გაჩენილი და ტერიტორიის დაწვით ცალკეული პირები იყვნენ დაინტერესებული. ისინი ამბობენ, რომ საქონლის ნაწილი მოპარულია და დამწვარი ნივთების ნაცარიც კი არ არის დარჩენილი.

მოვაჭრეები გამოძიებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე დაწყებულია გამოძიება. ადგილზე იმყოფებიან საკრებულოში დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი ლადო ძნელაძე და დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია