"სულ დიმას თვალები მიდგას თვალწინ... გული მტკივა, ასე რომ წავიდა"

"სულ დიმას თვალები მიდგას თვალწინ... გული მტკივა, ასე რომ წავიდა"

"მხატვრული ფილმი "ტბა" ალბათ ბევრს გაქვთ ნანახი, დიმა ამ ფილმში მთავარ როლს ასრულებდა (მთავარი გმირის, ზურას როლშია დიმა..)...ერთი წუთია ეს ცხოვრება... გუშინ ჩემი ძმა, დიმა შველიძე დაიღუპა” - ეს სიტყვები საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დიმა შველიძის ძმობილმა - კოკა კვინიკაძემ გამოაქვეყნა...

კოკა საფრანგეთიდან გვესაუბრა...

- ერთ დღესაც აღმოჩნდა, რომ ჯამრთელობის ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა და ჩვენ არაფერი ვიცოდით. საავადმყოფოში რომ მიიყვანეს, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თავში ჰქონდა სიმსივნე. ვერც კი მოასწრეს ნორმალურად გამოკვლევა, ისე გარდაიცვალა. სრულიად ახალგაზრდა - 39 წლის წავიდა ამ ქვეყნიდან...

მისი ცხოვრება მეგობრებით შემოფარგლებოდა... ყოველი დღე მათთან ერთად იწყებოდა და ღამდებოდა. ცდილობდა, სულ მათთან ერთად ყოფილიყო. ისეთი ხასიათი ჰქონდა, გაბრაზებაც იცოდა და შეიძლება ზედმეტადაც გამოეხატა გაბრაზება, მაგრამ წყენას გულში არ იტოვებდა. თუ უთანხმოება მოუვიდოდა სხვასთან, ცამდე მართალიც რომ ყოფილიყო, ამას ძალიან განიცდიდა... დიმა ჩვეულებრივი ახალგაზრდა თბილისელი ბიჭი იყო, რომელსაც ქუჩაც უყვარდა, ახლობლებიც და ყველაფერი თბილისური...

- ოჯახი ჰყავდა?

- მეუღლეს გაშორებული იყო. ერთი შვილი ჰყავს –ელენე. ელენე ახლა 11 წლისაა და თბილისში ცხოვრობს...

ნათია გოგოჭური (ზაზა კოლელიშვილის მეუღლე, რომელმაც ფილმში ”ტბა” დიმას დედა განასახიერა):

- სულ დიმას თვალები მიდგას თვალწინ, წამი არ არის, მასზე არ ვფიქრობდე და იმდენად მტკივა გული, ასე რომ წავიდა, რომ მგონია, რაღაც ნაწილი დამაკლდა... მასთან სულ მქონდა ურთიერთობა, მაშინაც როდესაც პრობლემური პერიოდები ჰქონდა.

წაიკითხეთ მეტი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია