ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა

ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა

ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. 2 წლის ბავშვი, ჩოხატაურის რაიონიდან დღეს, დილით ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ბავშვის ბათუმის საავადმყოფოში გასაყვანად ექიმები და ოჯახის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში რეფერალური სამსახურის რეანომობილს ელოდებოდნენ.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში მობილიზებულია პოლიცია და ცხედარი ექსპერტიზისთვის ბათუმის ექსპერტიზის ბიუროში გადაჰყავთ. პოლიციის გამოძახება მას შემდეგ გახდა აუცილებელი რაც ბავშვის ახლობლებმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადეს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია