დრამატული კადრი ბათუმის სტიქიიდან - ფოტოგრაფმა კაფეში შევარდნილი ტალღა დააფიქსირა

დრამატული კადრი ბათუმის სტიქიიდან - ფოტოგრაფმა კაფეში შევარდნილი ტალღა დააფიქსირა

აჭარის სანაპიროებზე 5 ბალამდე შტორმია. დილის 04:00 საათისთვის აჭარაში ამინდი გაუარესდა, წვიმს და ქარი გაძლიერდა. ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულია ხეები.

სტიქიისას ბათუმში, ბულვარში არსებულ ერთ-ერთ კაფეში დიდი ტალღა შევარდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ნატა ფერაძე (ორგანიზაცია "პარტიზანი მებაღეობა"), რომელმაც ამსახველი ფოტომასალა ინტერნეტში გაავრცელა. ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ ნატა ფერაძეს Ambebi.ge დაუკავშირდა.

"ორი კაფეა ბულვარში და აქედან ერთ-ერთში დიდი ტალღა შემოვარდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, მხოლოდ კატა გაგვტაცა წყალმა.

ხალხმა შეზლონგების ნაწილის შემოტანა მოასწრო, დანარჩენი წყალმა წაიღო.

ამის შემდეგ პატრული მოვიდა და გვთხოვა, დაგვეტოვებინა ის ტერიტორია. მოვარდნილმა წყალმა პატარა ჯიხურები და შეზლონგებიც გაიტაცა", - ამბობს ნატა ფერაძე.

ზღვის სანაპიროზე არსებულ კოლექტორებთან, სადაც ქალაქში დაგროვილი წყალი გაედინება, მობილიზებულია სპეცტექნიკა, რომელიც შტორმის მომატების შემთხვევაში კოლექტორების გაწმენდას უზრუნველყოფს.

სალომე შიხაშვილი, AMBEBI.GE

ნატა ფერაძის ფოტო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია