სასტიკი ცემა-ტყეპის ამსახველი მძიმე კადრები "თავისუფალი ზონის" ოფისიდან (+ვიდეო)

სასტიკი ცემა-ტყეპის ამსახველი მძიმე კადრები  "თავისუფალი ზონის" ოფისიდან (+ვიდეო)

"თავისუფალი ზონის" და "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებს შორის წუხელ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებს მათ ოფისზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.

"თავისუფალი თაობის" წარმომადგენლების განცხადებით, ისინი "თავისუფალი ზონის" ოფისთან "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის, ზაზა დავითაიას ცემის გამო შეიკრიბნენ, რა დროსაც მათ "თავისუფალი ზონის" წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. "თავისუფალი ზონის" წევრები კი ამბობენ, რომ "თავისუფალი თაობის" 50-მდე წარმომადგენელი ოფისში შეიჭრა და ამას მოჰყვა დაპირისპირება.

ფიზიკური დაპირისპირების დროს რამდენიმე პირი დაშავდა, მათ შორის, "თავისუფალი ზონის" ხელმძღვანელი კობა ხაბაზი. ჩხუბის დროს ჩაიმსხვრა მინები. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ხელკეტებით სცემდნენ. ეს ყველაფერი ჩანს კადრებში, რომლებსაც გაზეთი "ასავალ-დასავალი" საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია