ილიაუნიში მომხდარი ტრაგედია კამერებმა დააფიქსირა: "გამოიყვანა და ჯერ მუცელში ესროლა, რომ ჩაიკეცა - თავში..."

ილიაუნიში მომხდარი ტრაგედია კამერებმა დააფიქსირა: "გამოიყვანა და ჯერ მუცელში ესროლა, რომ ჩაიკეცა - თავში..."

უახლესი: მამაკაცის ცხედარი ჯერ არ გადაუსვენებიათ - რა ხდება ილიაუნიში ტრაგედიის შემდეგ

ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი განახლება თეგზე #ტრაგედია ილიაუნიში

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ილიაუნიში მომხდარი ტრაგედია, რომლის დროს უნივესტიტეტის ლექტორ მაკა წივწივაძეს ყოფილმა ქმარმა ესროლა, უნივერსიტეტში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

"ეს ბიჭი ეძებდა აუდიტორებში მაკას, და რომ იპოვა, გამოიყვანა და იარაღი ამოიღო. მერე ჭიდაობდნენ და ჯერ მუცელში ესროლა, და რომ ჩაიკეცა შემდეგ თავის არეში ესროლა", - ყვება თვითმხილველი Ambebi.ge-სთან საუბრისას.

ამ დროისათვის მაკა წივწივაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსის შალვა ბრაჭულის თქმით, ის ყელის არეშია დაჭრილი და ამ წუთებში სავარაუდოდ, ოპერაცია უტარდება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია