ილიაუნში დაჭრილი მაკა წივწივაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა

ილიაუნში დაჭრილი მაკა წივწივაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა

ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი განახლება თეგზე #ტრაგედია ილიაუნიში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი მაკა წივწივაძე გარდაიცვალა. მაკა წივწივაძეს "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" გადაუდებელი ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მაკა წივწივაძეს რამდენიმე საათის წინ "ილიაუნში" ყოფილმა ქმარმა ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ის "ბრიტანული საბჭოს" თანამშრომელი იყო, რომელიც "ილიაუნის" სტუდენტებს ინგლისურ ენას ასწავლიდა.

არსებული ინფორმაციით, ის ყოფილმა ქმარმა ლექციიდან გამოიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

წივწივაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" გადაიყვანა, თუმცა, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, რის გამოც პაციენტის გადარჩევა ვერ მოხერხდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია