ზუგდიდსა და ქუთაისში საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკაა მობილიზებული

ზუგდიდსა და ქუთაისში საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკაა მობილიზებული

უხვი ნალექის შედეგად დაზარალებულ ზუგდიდსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები და ტექნიკა სტიქიის ყველა ზონაში დილიდანაა მობილიზებული.

დეპარლამენტის ცნობით, ადიდებული მდინარეებისგან დატბორილი გზის გაწმენდა ამინდის გამოსწორებისა და მდინარეების დონის დაწევისთანავე დაიწყება.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადიდებული მდინარე ხობისწყალი გზის სავალ ნაწილზე გადავიდა, რის შედეგადაც ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის 24-ე კილომეტრზე მოძრაობა აკრძალულია. ძლიერმა წვიმამ მდინარე რიონის ადიდება გამოიწვია ქუთაისი-ალპანას საავტომობილო გზაზე, სოფელ ჟონეთში. წყალი იქაც გადავიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზეც აიკრძალა. მცირე შეფერხების შემდეგ, ავტოსატრანსპორტო მოძრაობა გაიხსნა ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი ლასდილის საავტომობილო გზაზე. დღეს დილით, ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწოლილმა მთის ნაშალმა მასამ გზა გადაკეტა, თუმცა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგა. ამ დროისთვის, ადგილზე გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს", - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია