"პოლიციელმა დედა შეაგინა, რის გამოც მოხდა ხელჩართული ჩხუბი" - მწვავე დაპირისპირება ადიგენში

"პოლიციელმა დედა შეაგინა, რის გამოც მოხდა ხელჩართული ჩხუბი" - მწვავე დაპირისპირება ადიგენში

ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ვითარება კვლავ დაძაბულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა მცხოვრებმა, ოთარ გორგაძემ აცნობა, ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც დედასთან ერთად სოფელ მოხეს ცენტრში იყო მისული, პოლიციელმა დედა შეაგინა, რის გამოც მოხდა ხელჩართული ჩხუბი და 15-მდე ადამიანი დააპატიმრეს.

მისივე თქმით, პოლიციელებმა ტელეფონები ჩამოართვეს იმ პირებს, რომლებიც სამართალდამცველებსა და მოსახლეობას შორის ჩხუბს იღებდა:

"ტელეფონით ვინც იღებდა ვიდეოს, მათ ჩამოართვეს ტეელფონები, ზოგს წაუშალეს, ზოგს დაუმტვრიეს საკუთარი ქონება. გვადანაშაულებენ, თქვენ დაიწყეთ ჩხუბიო, მაგრამ როცა პოლიციელი იწყებს გინებას, საუბარი ზედმეტია, რომ ჩვენი ბრალეულობა იყო", - აღნიშნა ოთარ გორგაძემ.

მისივე განმარტებით, პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად დღეს სოფელ მოხეს წარმომადგენლები და სამცხეთ-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე წავიდნენ.

"პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად არიან წასულები, მაგრამ ამოვიდა პოლიცია სოფელში და დაიწყო კონფლიქტი. თითქოს აპირებენ შენობის დასუფთავბას, მაგრამ მოიტანეს აბრა და გააკრეს. აქ ქორეოგრაფიული-კულტურის ცენტრი უნდა გააკეთონ. არც ერთ სამლოცველოში, ეკლესიაში, მეჩეთში თუ სინაგოგაში არ გამიგია ასეთი ცენტრის მოწყობა. დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალიო, დაარღვიეს პირობა და პრემიერთან შეხვედრამდე დაგვადგა თავზე პოლიცია", - აღნიშნა ოთარ გორგაძემ.

მისივე თქმით, 1924-1937 წლებში შენობას ჰქონდა მეჩეთის სტატუსი, კომუნისტების პერიოდში კი საწყობი იყო.

"1924 წლიდან 1937 წლამდე აქ იყო მეჩეთი, შემდეგ რეპრესიები დაიწყო და 1945 წელს სულ დაიკეტა. შემდეგ, კომუნისტებმა კლუბი გააკეთეს, მაგრამ მას შემდეგ რაც ეს რეპრესიები მოიხსნა და კომუნისტები წავიდნენ, ყველა შენობამ დაიბრუნა პირვანდელი სახე. ჩვენც გვინდა, მუსლიმებს გადმოგვეცეს ეს შენობა, სად გაგონილა მეჩეთის ქორეოგრაფიულ ცენტრად გადაკეთება", - აღნიშნა ოთარ გორგაძემ.

ადიგენის რაიონის სოფელ მოხის მოსახლეობა იმ შენობის დემონტაშს აპროტესტებს, სადაც მათივე თქმით, ადრე მეჩეთი იყო. დილიდან ისინი სწორედ ამ შენობასთან არიან შეკრებილი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია