პოლიციის ყოფილი თანამშრომლის მანქანა დააზიანეს - თავდასხმა ვაზისუბანში

პოლიციის ყოფილი თანამშრომლის მანქანა დააზიანეს - თავდასხმა ვაზისუბანში

ვაზისუბანის, მე-4 მიკრორაიონის პირველ კვარტალში, პოლიციის ყოფილი თანამშრომლის მანქანა დააზიანეს. როგორც მანქანის მეპატრონემ განაცხადა, დილით მანქანის მინები ჩამსხვრეული დახვდა.

მისივე თქმით, პოლიცია უკვე საქმის კურსშია. მანქანის მეპატრონემ დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. დაზიანებული ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან უკვე გადაყვანილია. მეზობლები ვერ აკონკრეტებენ, დროის რა მონაკვეთში მოხდა მანქანის დაზიანება.

არსებული ინფორმაციით, შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას საცხოვრებელი ბინაც მიმდებარე კორპუსშია, თუმცა მეზობლები ამბობენ, რომ აღნიშნულ ბინაში იზორიას დედა ცხოვრობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია