"ღმერთმა დასაჯა იზორია" - ვაზისუბანში აფეთქებული ავტომობილი, გამოხმაურებები და შსს-ს განცხადება

"ღმერთმა დასაჯა იზორია" - ვაზისუბანში აფეთქებული ავტომობილი, გამოხმაურებები და შსს-ს განცხადება

ვაზისუბნის, მე-4 მიკრორაიონის პირველ კვარტალში, მანქანის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ითვალისწინებს.

ვაზისუბანის, მე-4 მიკრორაიონის პირველ კვარტალში მეპატრონეს მანქანა დილით დაზიანებული დახვდა. მანქანის მეპატრონემ დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. დაზიანებული ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან უკვე გადაყვანილია. მეზობლები ვერ აკონკრეტებენ, დროის რა მონაკვეთში მოხდა მანქანის დაზიანება.

არსებული ინფორმაციით, შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას საცხოვრებელი ბინაც მიმდებარე კორპუსშია, თუმცა მეზობლები ამბობენ, რომ აღნიშნულ ბინაში იზორიას დედა ცხოვრობს.

მომხდარს უკვე დიდი რეზონანსი მოჰყვა სოციალურ ქსელებში. "შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის სახლთან მანქანა ააფეთქეს. ღმერთმა დასაჯა ლევან იზორია, სიტყვა სტატისტიკა რომ აღარ ახსენოს", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

"ლევან იზორიას სახლთან ანტისტატისტიკური აფეთქება მომხდარა", - ასე მომხდარს გოგა ხაჩიძე ეხმაურება.

ერთ-ერთი პირველი, ვინც მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა, ადვოკატი გოგა ონიანია.

"მინდა შეშფოთება გამოვხატო დღეს ვაზისუბანში ბიზნესმენის ავტომობილის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით, დღეს

გამთენიისას შსს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას საცხოვრებელი სახლიდან 10 მეტრში რგდ-ს ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობით განახორციელეს აფეთქება კრიმინალებმა. სამწუხაროდ ვაზისუბანში და მთლიანად საქართველოში დაბრუნდა დრო როდესაც ბიზნეს კრიმინალებთან ,,ახლობლობის" გარეშე ვერ გააკეთებდი, ასევე საშიში იყო ავტომობილის ქუჩაში გაჩერება და ბინაში მეზობლისთვის კარის გაღებაც კი. ,,კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია" - შსს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე", - წერს გოგა ონიანი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია