ამაზრზენი მკვლელობა ზუგდიდში: "დედას დაუძახა, კაცი მოვკალი, წადი, აქვე გდია და ნახეო…"

ამაზრზენი მკვლელობა ზუგდიდში: "დედას დაუძახა, კაცი მოვკალი, წადი, აქვე გდია და ნახეო…"

ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში სასტიკი მკვლელობა მოხდა, - 3 მცირეწლოვანი შვილის მამა, ტაქსისტი გოდერძი შამუგია მგზავრმა დანის რამდენიმე დარტყმით გამოასალმა სიცოცხლეს. შემდეგ მიცვალებული მანქანიდან გადმოათრია და მიწაზე დააგდო, თავად კი საჭესთან გადაჯდა და მანქანა ადგილს მოწყვიტა. ვიდრე სასურველი მიმართულებით წავიდოდა, მკვლელმა მანქანა საკუთარ სახლთან გააჩერა და დედას დაუძახა, - კაცი მოვკალი, წადი, აქვე გდია და ნახეო… პოლიციას მომხდარი მკვლელის დედამ შეატყობინა.

ლ. მ, სოფელ დარჩელის მკვიდრი:

- მკვლელი ჩვენს სოფელში გაიზარდა და დაიბადა. საზიზღარი ვინმეა, 22 წლის არის მაგრამ თავიდანვე ეტყობოდა, რაც დადგებოდა. მისი ლოთობით და აყალმაყალით სიცოცხლე აქვს სოფელს გამწარებული; არც ქურდობაზე ამბობს უარს. ბოლო წლებში ყაჩაღობისთვის დაიჭირეს, ვიფიქრეთ, მოვისვენეთო, მაგრამ რა გინდა, ამნისტია შეეხო და ძველებურ გულზე დაბრუნდა, - ამ სოფელში მე ვარ უფროსი, ვინც არ დამემორჩილება, იმას ასე და ასე ვუზამო… ძალიან ბევრჯერ ცემეს ამისთვის, მაგრამ სულ ხომ არ იჩხუბებ, შარს ყველა ერიდება, კაცს სულ დანა ჰქონდა ჯიბეში.

- კანონით დანის ტარებისთვის ჯარიმაა დაწესებული, ამისთვის არავის დაუჯარიმებია?

- რა ჯარიმაზეა საუბარი! პოლიციამ მშვენივრად იცოდა ეგ ამბავი, მაგრამ მაგისთვის ბუზი არავის აუფრენია. სოფელში ყველა ვხვდებოდით, რომ ეგ რაღაც საშინელებას ჩაიდენდა. ამისთვის ემზადებოდა. და ჩაიდინა კიდეც, 3 პატარა ბავშვის მამას ღორივით გამოჭრა ყელი, დაღუპა მთელი ოჯახი, ახლა დაიჭერენ, მოიხდის ამ სასჯელს, ისევ გამოვა და კიდევ ვიღაცას მოკლავს. მაგისთანები ციხიდან არ უნდა გამოდიოდნენ!

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია