აჭარაში ახალგაზრდა ქალი ჩამომხრჩვალი კარადაში იპოვეს

აჭარაში ახალგაზრდა ქალი ჩამომხრჩვალი კარადაში იპოვეს

ბათუმთან ახლოს მდებარე სოფელ ქვედა სალიბაურში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა ქალი ჩამომხრჩვალი კარადაში ნახეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით საქმე 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.

ამასთან, "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტს ახალგაზრდა ქალის ახლობლებმა პირად საუბრებში უთხრეს, რომ შესაძლოა, ქალის გარდაცვალება ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობამ გამოიწვია და თვითმკვლელობას ადგილი არ ჰქონია.

თემის ყველა მნიშვნელოვანი განახლება თეგზე #ტრაგედია ხელვაჩაურში

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია