"სამი შვილი დარჩა..." - ახალი დეტალები, რატომ ჩამოიხრჩო თავი 22 წლის ქალმა

"სამი შვილი დარჩა..." - ახალი დეტალები, რატომ ჩამოიხრჩო თავი 22 წლის ქალმა

აჭარის რეგიონის სოფელ ქვედა სალიბაურში 22 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქვედა სალიბაურის რწმუნებულმა, ირაკლი თურმანიძემ განუცხადა, ახალგაზრდა ქალმა თავი სახლის მეორე სართულზე ჩამოიხრჩო. მისივე თქმით, გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა.

"მოხდა ტრაგიკული ფაქტი. გუშინ საღამოს თავი ჩამოიხრჩო 22 წლის მ. დ.-მ. სახლის მეორე სართულზე. მას სამი შვილი ჰყავს. გარდაცვალების მიზეზები ჯერჯერობით არ დგინდება", - აღნიშნა ირაკლი თურმანიძემ.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის მამამთილმა, თემურ შარაშიძემ განაცხადა, ოჯახში კონფლიქტი არ ყოფილა და, მისთვის უცნობია, თუ რატომ მოიკლა თავი.

ქვედა სალიბაურში შარაშიძეების ოჯახში ოჯახის ახლობლები არიან შეკრებილები. ზოგიერთი მათგანი პირად საუბრებში ძალადობის ფაქტს არ გამორიცხავს.

თემის ყველა მნიშვნელოვანი განახლება თეგზე #ტრაგედია ხელვაჩაურში

"საქართველოს ბანკის" დიღმის ფილიალი დააყაჩაღეს

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა