"ჩემ შვილს დედამთილმა, მამამთილმა და ქმარმა მოაკვლევინეს თავი" - ოჯახური ტრაგედია და ახალი ეჭვები

"ჩემ შვილს დედამთილმა, მამამთილმა და ქმარმა მოაკვლევინეს თავი" - ოჯახური ტრაგედია და ახალი ეჭვები

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ქვედა სალიბაურში გარდაცვლილი 22 წლის მადონა დავითაძის მშობლები შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ქმარს, დედამთილსა და მამათილს ადანაშაულებენ.

როგორც გარდაცვლილის დედამ, ნათელა დავითაძემ ჟურნალისტებს უთხრა, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დასადგენად ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. მისივე განცხადებით, მისი შვილი 16 წლის ასაკში გათხოვდა და ხშირად იყო ძალადობის მსხვერპლი.

"ქმარი განსაკუთრებით უკრძალავდა ტელეფონზე დალაპარაკებას. ჰო, დედაშენი იქედან გასწავლისო, ასე ეუბნეოდა. რამდენჯერ დავაპირე ტელეფონის ყიდვა, მაგრამ მითხრა, დედიკო არ მომცე, აზრი არ აქვს, მაინც დაამტვრევსო. ძალადობის მსხვერპლი გახდა ჩემი შვილი. თვითმკვლელობამდე მიიყვანა სამმა ადამიანმა - დედამთილმა, მამამთილმა და ქმარმა. არ ვიცოცხლებ, მოვკლავ. ნახეთ, ფოტოებზე, რა შვილი გავატანე და როგორი მიწევს კუბოში. დასუსტებულია ძალიან. რა ძალადობაში იყო, რომ სამი შვილი გაწირა უდედობისთვის. არ დამითვალიერებია ჩემი შვილის ცხედარი, არ ვიცი. რამე კვალი თუ აქვს ძალადობის, მაგრამ ძალიან დასუსტებულია", - აღნიშნა ეთერ დავითაძემ.

22 წლის მადონა დავითაძე გუშინ საღამოს გარდაცვლილი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

თემის ყველა მნიშვნელოვანი განახლება თეგზე #ტრაგედია ხელვაჩაურში

ვიდეო: "რა შვილი გავატანე და როგორი მიწევს კუბოში"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია