ტყეშელაშვილების ოჯახის სულისშემძვრელი ტრაგედიის დეტალები - ერთი ავარია და 4 გარდაცვლილი

ტყეშელაშვილების ოჯახის სულისშემძვრელი ტრაგედიის დეტალები - ერთი ავარია და 4 გარდაცვლილი

2 ნოემბერს ხაშურში, აგარასთან მომხდარმა ავტოავარიამ ამ ფაქტის თვითმხილველი ყველა ადამიანი აატირა. ძნელია, ამ სულისშემძვრელი ამბის დეტალების ფურცელზე გადმოტანა. ძნელია ანუგეშო ოჯახი, რომელსაც საშინელი ტრაგედია დაატყდა თავს.

იმ საბედისწერო დღეს გურიიდან, სოფელ მაკვანეთიდან "მერსედესის" მარკის ვერცხლისფერი ავტომანქანა თბილისისკენ დაიძრა. მანქანაში ტყეშელაშვილების ოჯახის ყველა წევრი იჯდა. საჭეს ავთანდილ ტყეშელაშვილი მართავდა, მის გვერდით - მისი ვაჟი, გიორგი იჯდა. მანქანის უკანა სავარძელზე გიორგის დედა, მანანა, მეუღლე, ეკა ღლონტი და მისი პატარები - 3 წლის ანასტასია და 5 წლის ნუცა ისხდნენ. ისინი გურიაში ეკას მოხუცი ბაბუის დის დაკრძალვაზე იყვნენ წასული და იქიდან სახლში ბრუნდებოდნენ. ნახევარი გზა გამოვლილი ჰქონდათ, როცა მოულოდნელად "მერსედესი" ხეს შეეჯახა. ოჯახის სამი წევრი: ავთანდილი, გიორგი და პატარა ანასტასია, ადგილზევე დაიღუპნენ. იქ მისულ "სასწრაფო დახმარების" ბრიგადას მათი დასახიჩრებული ცხედრები დახვდა. დასისხლიანებული და დაშავებული ეკა ღლონტი, მისი 5 წლის გოგონა და დედამთილი კი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ყველაზე მძიმე ეკა ღლონტის მდგომარეობა იყო, მას ხაშურში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმები ახალგაზრდა ქალის გადარჩენას ცდილობდნენ, ახლობლები ლოცულობდნენ და უფალს შველას სთხოვდნენ, მაგრამ საუბედუროდ, ეკაც ვერ გადარჩა და ქმარ-შვილთან ერთად ისიც წავიდა ამ ქვეყნიდან. ეკა საავადმყოფოში მეორე დღეს გარდაიცვალა.

სტატიის სრული ვერსია

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია