25 წლის ბიჭმა 10 წლის გოგონა გააუპატიურა - შემზარავი ფაქტის დეტალები

25 წლის ბიჭმა 10 წლის გოგონა გააუპატიურა - შემზარავი ფაქტის დეტალები

ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 25 წლის ბიჭმა მეზობლის 10 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონა გააუპატიურა. შემთხვევა გუშინ შუადღისას მოხდა. მოზარდი ლოგინად ჩავარდნილ ბებიასთან ერთად იმყოფებოდა სახლში. დაზარალებული ოჯახის მეზობლები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა ბავშვი მოტყუებით გაიყვანა სახლიდან და მასზე ბოსელში იძალადა.

"ამათთან ახლოს ცხოვრობს ეს ბიჭი, 200 მეტრში. ჩვეულებრივ მოდიოდა მეზობლებთან, ამ ოჯახთან ახლობლობდა, სადილზეც მიდიოდა. როგორც გავიგეთ, გუშინ 16:00 საათის მერე მივიდა ბიჭი ოჯახში. სახლში მხოლოდ ბავშვი და ლოგინად ჩავარდნილი ბებია იმყოფებოდა. ბიჭმა მოტყუებით გაიყვანა გოგონა სახლიდან, ბოსელში შეიყვანა და იძალადა. საღამოს სახლში მისულ მშობლებს ატირებული ბავშვი რომ დახვდათ, კითხეს რატომ ტირიო, გოგონამ სიმართლე არ დამალა. დღეს პოლიცია რომ მოვიდა და დაათვალიერა ტერიტორია, მეზობლებმა ამის შემდეგ გავიგეთ ეს საზარელი ამბავი", - აცხადებენ მეზობლები.

მეზობლების თქმით, მოზარდს ფეხი აქვს დაშავებული და გადაადგილება უჭირს. არასრულწლოვანს დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი ჯერ დაკითხეს, ხოლო შემდეგ დააკავეს.

25 წლის მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 138- მუხლის მეოთხე ნაწილის გ ქვეპუნქტის საფუძველზე დააკავეს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს პირის მიმართ, რომელსაც 14 წელი არ შესრულებია.

ნინო ხოზრევანიძე, ბათუმი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია