რატომ გაგუდა შვილმკვდარმა დედამ 4 წლის ბავშვი - ტრაგედიის უცნობი დეტალები

რატომ გაგუდა შვილმკვდარმა დედამ 4 წლის ბავშვი - ტრაგედიის უცნობი დეტალები

4 წლის ლიზი შენგელიას შემზარავი მკვლელობის დეტალები 11 ნოემბერს გაცხადდა. სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, შენგელიების ბიცოლა, 38 წლის მზია ნინუა დააკავეს. თურმე მან ჯერ თავის მეუღლესთან აღიარა ბავშვის მკვლელობა და შემდეგ პოლიციელებს დეტალურად უამბო, როგორ გაგუდა ბალიშით 4 წლის პატარა. ეს აღიარება მოკლულის ოჯახის წევრებისთვის სრული შოკი იყო. შენგელიებმა ბავშვის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მოსვენება დაკარგეს და ცდილობდნენ, დაედგინათ მისი სიკვდილის მიზეზი. მათ ვერ აეხსნათ, რატომ დაიღუპა სრულიად ჯანმრთელი ბავშვი. სწორედ ამის დასადგენად, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ამ დასკვნის მოლოდინში იყვნენ, როცა ყველაფერი გაცხადდა და შოკის მომგვრელი ამბავი შეიტყვეს. მათი შვილი ბიცოლას მოეკლა.

აი, რა გვიამბო პატარა გოგონას დედამ, ლელა ახალაძემ:

- სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში ვცხოვრობ, ოჯახთან ერთად. ორი შვილი მყავდა. უფროსი გოგონა, ლიზიკო, 4 წლის იყო, პატარა ბიჭი 2 წლის მყავს. ამ სახლში ჩვენთან ერთად, ჩემი მაზლი და მისი ოჯახიც ცხოვრობს. ჩვენთან სტუმრად ხშირად მოდიოდა ჩემი მეუღლის ბიცოლა, მზია ნინუა. მას ამ ზაფხულს მდინარე ცხენისწყალში 11 წლის შვილი დაეხრჩო. შვილმკვდარი დედა გვეცოდებოდა და ვცდილობდით, მისთვის ტკივილი შეგვემსუბუქებინა. ის ჩვენი სახლიდან 2 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს. სახლში რომ მოდიოდა, პატარებს ეთამაშებოდა. ზოგჯერ ჩვენთანაც რჩებოდა ღამით და ჩვენც დავრჩენილვართ მასთან. მკვლელობამდე, მოვიდა და ლიზიკოს უთხრა, - წამო, ჩემს სახლში წაგიყვან, კანფეტებს და "პეჩენიებს" გიყიდი, მაცივარში ქათმის ბარკლები მაქვს და იმასაც შეგიწვავო. იმ დღეს ბავშვი არ გაჰყვა.

იხილეთ სტატია სრულად

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია