ბათუმში ანბანის კოშკთან ზღვა გადმოვიდა

ბათუმში ანბანის კოშკთან ზღვა გადმოვიდა

ბათუმში ანბანის კოშკთან საფეხმავლო ბილიკებსა და მოპირკეთებულ სასეირნო ტერიტორიაზე ზღვა გადმოვიდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, შტორმის სიმძლავრე აჭარის სანაპიროებზე 5-დან 6 ბალამდეა. მისივე განმარტებით, მოვარდნილმა ტალღებმა ანბანის კოშკთან არსებული საგუშაგო წაიღო.

"ანბანის კოშკთან, ახალ ბულვარსა და ძველი ბულვარის ზოგიერთ მონაკვეთზე ამოვიდა ზღვა, ასევე, ქობულეთში ძლიერმა ტალღებმა სანაპიროზე კედელი დაანგრია. ანბანის კოშკთან არსებული საგუშაგო წაიღო ტალღებმა. გადმოვიდა წყალი მოპირკეთებულ სავალ ნაწილებზე. შტორმის სიმძლავრე 5 ბალია, საშტორმო ადგილებში 6 ბალს აღწევს", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

მისივე თქმით, ზღვის ღელვამ იახტკლუბში რამდენიმე გემი ადგილიდან მოწყვიტა, თუმცა, სამაშველო სამსახურის მაშველებმა გემების დამაგრება შეძლეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია