6 ბალიანმა შტორმმა ბათუმის სანაპიროს ინფრასტრუქტურა დააზიანა

6 ბალიანმა შტორმმა ბათუმის სანაპიროს ინფრასტრუქტურა დააზიანა

6 ბალიანმა შტორმმა ბათუმის სანაპიროს ინფრასტრუქტურა დააზიანა. ზღვიდან გადმოსულმა წყლის ძლიერმა ნაკადმა მოგლიჯა ახალი ნარგავები, ხოლო ბულვარის სანაპიროზე განლაგებული სკამები დაამტვრია. ღელვის დროს ზღვიდან გადმოსულმა წყალმა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია დატბორა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის სახანძრო-სამსახურის უფროსმა ხუსეინ სირაბიძემ განუცხადა, დატბორილია ანბანის კოშკის სარდაფი, სადაც მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები. მისივე განმარტებით, სანაპირო ზოლზე გაწმენდითი სამუშაოები გამოდარებისთანავე დაიწყება.

ანბანის კოშკის მიმდებარედ არსებული სამაშველო საგუშაგო ძლიერმა შტორმმა დაამტვრია. ღელვამ ასევე, ნატანი გამორიყა ახალი ბულვარის საფეხმავლო ბილიკებზე.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია