თბილისში მამაკაცს მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილი კარადა დაეცა

თბილისში მამაკაცს მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილი კარადა დაეცა

საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან კარადის გადმოვარდნის შედეგად გამვლელმა მამაკაცმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო . შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის #34 ნომერში მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, თვითმხილველების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან კარადა გადმოვარდა, რომელშიც სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ჭურჭელი ინახებოდა. ნივთები გამვლელ მამაკაცს დაეცა, რომელმაც თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

თვითმხილველების ცნობით, მამაკაცს თვალი დაუზიანდა. მათივე ინფორმაციით, დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მუშაობდნენ საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სხვადასხვა ნივთების ნამტვრევები, მათ შორის მურაბის და სხვადასხვა კონსერვის ქილის ნამსხვრევები და საპატრულო პოლიციის ამკრძალავი ლენტია შემორჩენილი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია