რუსთავი-თბილისის გზაზე მოძრაობა პარალიზებულია (+2 ფოტო)

რუსთავი-თბილისის გზაზე მოძრაობა პარალიზებულია (+2 ფოტო)

რუსთავი-თბილისის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია. მძღოლების ინფორმაციით, ფონიჭალის მონაკვეთიდან ორთაჭალაში შესასვლელამდე გზის გავლას ავტომანქანით საათნახევარზე მეტს ანდომებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მძღოლმა აცნობა, მტკვრის სანაპირო ზოლთან ორთაჭალის შესასვლელთან გზა წყლით არის სავსე, რაც ტრანსპორტით გადაადგილებას კიდევ უფრო ართულებს.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც მოძრაობის შეფერხების მიზეზი გახდა. მათივე ცნობით, მოძრაობა რამდენიმე საათში თავისუფალი იქნება.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია