რატომ გადაწყვიტა 16 წლის თბილისელმა გოგონამ მეტროში თავის მოკვლა - თვითმხილველთა მონაყოლი

რატომ გადაწყვიტა 16 წლის თბილისელმა გოგონამ მეტროში თავის მოკვლა - თვითმხილველთა მონაყოლი

მეტრო "ღრმაღელის" მომსახურე პერსონალი მეტროსადგურის ბაქანზე მყოფი ქალბატონების კივილმა შეძრა, რომელთაგან ერთს გულიც წაუვიდა. რამდენიმე წამში გვირაბის შესასვლელთან ბაქანზე მყოფი პოლიციელიც გაჩნდა, ამ უკანასკნელმა გაფითრებული მემანქანისაგან შეიტყო, რომ მატარებლმა ლიანდაგებში გადამხტარ გოგონას გადაუარა, გვამი კი ბორბლებქვეშ იყო, შეძრწუნებულმა პოლიციელმა მატარებლის ბორბლებში ფარანი შეანათა და იქ გოგონას სხეული დაინახა, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. შემდეგ პოლიციელი სასწრაფო დახმარებასა და მეტროსადგურის საგანგებო დაცვას დაუკავშირდა.

ლ. ო; მეტროსადგურ "ღმაღელეს" მომსახურე პერსონალი:

- შოკში ჩავვარდდი, კინაღამ მოვკვდი, როცა ხალხის კივილი გავიგონე, - ლიანდაგებში ვიღაც ასე, 16 წლის გოგო მატარებელს ჩაუვარდა ბორბლებშიო. აბა, როგორი გასაგონია ბავშვის სიკვდილი, რომელიც მხოლოდ ახლა იწყებს ცხოვრებას!

თავადაც დაახლოებით ამ ასაკის შვილები მყავს, ერთი წამით იმანაც კი გამიელვა თავში, ვაიმე, ჩემი შვილი ხომ არ არის-მეთქი! ამ ბოლო დროს იმდენი ახალგაზრდა იკლავს თავს, უკვე ეჭვი საკუთარ შვილებშიც მეპარება.

გაგიჟებული ვარ, - რა უნდათ ამ ბავშვებს, ასე სწრაფად რომ გარბიან სიკვდილისკენ?! თავის თავი თუ არ ეცოდებათ, დედები მაინც შეიცოდონ, გამოზრდი გაჭირვებითა და ვაივაგლახით შვილს, ის კი გაიქცევა და თავს იკლავს. დედამ 16 წლის შვილი სკოლაში გაუშვა, ის კი გამოიქცა და მატარებელს ჩაუხტა ბორბლებში. კიდევ კარგი, გადარჩა… განგებამ შეიცოდა, მაგრამ ამ ამბის შემდეგ მეეჭვება ან მისი მშობლები დარჩნენ ჯანმრთელები, ან ის საცოდავი მემანქანე, ბორბლებში რომ შეუვარდა!

- პირადად დაინახეთ, გოგონა როგორ გადახტა ლიანდაგებზე?

- გადახტომა არ დამინახავს, მაგრამ მატარებლის ლიანდაგზე დახლოებით გვირაბის შესავლელიდან 3 მეტრზე ეგდო. ანუ ისე დაელოდა მატარებელს, როგორც კი დაინახა, რომ მატარებელი გვირაბიდან გადმოვიდა, იმ წუთში ლიანდაგებში ჩაუხტა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია