რიკოთის გვირაბში ავტომობილი აფეთქდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

რიკოთის გვირაბში ავტომობილი აფეთქდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

25 ნოემბერს რიკოთის გვირაბში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა, რასაც აფეთქება მოჰყვა. შემთხვევა მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების შეჯახებამ გამოიწვია.

როგორც Ambebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათი ინფორმაციით, მძღოლმა, რომელიც მსუბუქ ავტომობილში იმყოფებოდა, თავად შეძლო შემთხვევის ადგილის დატოვება.

შემთხვევამ რიკოთის გვირაბში საცობის შექმნა განაპირობა. მგზავრების ევაკუაცია საპატრულო პოლიციამ უზრუნველყო.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთოხებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს.

შემთხვევის ამსახველი კადრები სააგენტო "მედიამოლმა" გაავრცელა.

იხილეთ შემთხვევის ამსახველი კადრები

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია