მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? - 21 წლის თორნიკე გოგოლაძე ნათლობის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? - 21 წლის თორნიკე გოგოლაძე ნათლობის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს

21 წლის თორნიკე გოგოლაძეს ოჯახის წევრები და ახლობლები 12 დღე ეძებდნენ. დედამ 3 ნოემბერს შვილი სახლიდან 3 მეგობართან ერთად გააცილა.

გოგოლაძეები ბორჯომის რაიონის სოფელ ცემში ცხოვრობენ. თორნიკე წეროვანში, დევნილთა დასახლებაში, თანასოფლელი ბიჭის შვილის ნათლობაზე იყო დაპატიჟებული. გაუჩინარებიდან მე-13 დღეს შემზარავი ამბავი შეიტყვეს - თორნიკე გოგოლაძე ხაშურში, ლიანდაგებთან გარდაცვლილი იპოვეს.

მაყვალა გოგოლაძე, გარდაცვლილის დედა: - დაკარგვიდან მე-13 დღეს ხაშურის პოლიციიდან დაგვირეკეს, ჩამოდითო. ხაშურში, ლიანდაგებთან ჩასასვლელი ყოფილა და იქ უნახავთ. თორნიკეს გულზე აღარ ეკეთა ჯვარი და პატარა ხატი, 30 ლარით გავუშვი სახლიდან, ფული აღარ ედო ჯიბეში. ცხედართან ფეხსაცმელები აქეთ-იქით ეყარა, მას თასმები აღარ ჰქონდა. ისეთი უკაცრიელი ადგილია, იქ ადამიანი ვერ მოხვდებოდა. რა უნდოდა იქ ჩემს შვილს? სხეულზე დაზიანების კვალი არ ეტყობოდა, ექსპერტიზის დასკვნას ველოდები.

ნათლობაზე რომ წავიდა, ტელეფონი სახლში დარჩა. მეორე დღეს, 4 ნოემბერს, ვიღაც ქალმა დარეკა. ჩემს შვილს ეძებდა. რომ ვკითხე, ვინ იყო, გვითხრა, წეროვანიდან ვრეკავო, კიდევ 5-ჯერ დარეკა. ჩემი მეუღლე ხელოსანია და მამამისთან ერთად ფიზიკურად მუშაობდა. მისი მეგობრები ამბობენ, სუფრაზე ისეთი არაფერი მომხდარაო. მარტო წამოვიდა, გავეკიდეთ და დარჩენა ვთხოვეთ, მაგრამ არ გაჩერდაო. გზაზე თორნიკესთვის მანქანა ვიღაც გორელ კაცს გაუჩერებია. გორამდე წამოვიყვანეო, ამის მერე ჩემი შვილის კვალი იკარგება. მანქანის მძღოლი ადრე პოლიციაში ნამუშევარია, 10 დღის მერე დაურეკავს თორნიკესთვის ტელეფონზე, თორნიკე, როგორ ხარო, ამ კაცის ზარიც საეჭვოდ მეჩვენება. არ ვიცი, რა ვთქვა, რა ვიფიქრო, რა ვერსიას ჩავებღაუჭო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია