"გოგონა კიოდა, მშველელს უხმობდა..." - ხუდადოვზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

"გოგონა კიოდა, მშველელს უხმობდა..." - ხუდადოვზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

"თქვენ რომ ყოფილიყავით, გამოიხედავდით?! რა იცი, ამ დროს რა ხდება, თუ გაიხედე, ეგებ შენც გაგიყარონ დანა და წადი და უყარე მერე კაკალი!"

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე საზარელი მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილი 35 წლამდე ასაკის მამაკაცია, რომელსაც ღამის 2 საათზე, ქუჩის ბნელ კუთხეში მუცელში დანა რამდენჯერმე ჩაარტყეს. დაჭრილმა ტრაგედიის ადგილიდან რამდენიმე მეტრის გავლა შეძლო და გამვლელი მანქანის გაჩერება სცადა, თუმცა დახმარების აღმოჩენამდე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი არასრულწლოვანმა გოგონამ მოკლა. ბრადლებული მომხდართან დაკავშირებით დაკითხეს და მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გაჩნდა ვერსია, რომ გოგონა ძალადობის მსხვერპლი იყო და თავს იცავდა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. როგორც გავარკვიეთ, გოგონა ხუდადოვის ქუჩაზე, ოჯახან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, თუმცა მისი მისამართის დასახლებაზე ქუჩის პრაქტიკულად ყველა მცხოვრებმა უარი თქვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია უკიდურესად მწირია, ქუჩის მცხოვრებლები კი მომხდარზე საკმაოდ ბევრს ყვებიან, მაგრამ მათი მოყოლილის მიხედვით, რთულია, დაადგინო იმ ღამე რეალურად რა მოხდა. იმის თქმა კი ნამდვილად შეიძლება, რომ ტრაგედია, როგორც ხშირ შემთხვევაში, ოჯახისა და საზოგადოების პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობით დატრიალდა. ქუჩის მაცხოვრებელების თქმით, გოგონა კიოდა და მშველელს უხმობდა, თუმცა არავინ გამოხედა.

ლევან კობაიძე, ხუდადოვის ქუჩის მცხოვრები:

- მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩიხი, რომელშიც მკვლელობა მოხდა, ამ ქუჩაზე ყველაზე ბნელი ადგილია და ყველა, ვისაც რამე ოხრობის გაკეთება მოუნდება, იქ იყრის თავს. იმიტომაც მუდმივად ყრია პრეზერვატივები და ნახმარი შპრიცები. ახლა კი იმ კაცის სისხლის გუბეც დაემატა, გოგომ რომ გამოშიგნა. ეს იმის ბრალიც არის, რომ პატრული მხოლოდ ცენტრალურ ქუჩაზე დასეირნობს და იმას არ ფიქრობს, ბნელ შუკებშიც შეიხედოს!

- ბნელ "შუკებში" პატრულმა რომ "შეიხედოს", ქალაქის თითქმის ნახევარი საპატრულო სამსახურში უნდა მოუშაობდეს.... ალბათ ჯობდა, გოგონას კივილზე ვინმეს გარეთ გამოეხედა და ეს საშინელება შეეჩერებინა.

- თქვენ რომ ყოფილიყავით, გამოიხედავდით?! რა იცი, ამ დროს რა ხდება, თუ გაიხედე, ეგებ შენც გაგიყარონ დანა და წადი და უყარე მერე კაკალი! ისე, იმ გოგოს რა უნდოდა, ღამის 2 საათზე გარეთ? 35 წლის კაცს რომ მიჰყვებოდა შუაღამისას, სად მიჰყვებოდა?! ან მშობელი სად ჰყავდა, გააჩენენ კურდღლებივით შვილებს და მერე მიუშვებენ, - რაც გინდათ ის აკეთეთო! 15 წლის გოგო ღამის 2 საათზე რომ გარეთ დადის, პირველ რიგში დედ-მამაა დასაჭრი!

განაგრძეთ კითხვა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია