"ალეკოს მეუღლე და ორი პატარა შვილი დარჩა" - რას ყვება უკრაინაში დაღუპული ქართველის თანამებრძოლი

"ალეკოს მეუღლე და ორი პატარა შვილი დარჩა" - რას ყვება უკრაინაში დაღუპული ქართველის თანამებრძოლი

უკრაინაში უკვე არაერთი ქართველი იბრძვის. სამწუხაროა, რომ ჩვენს ომებში დაღუპულ ბიჭებთან ერთად, უკვე უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების დატირებაც გვიწევს, თუმცა ისინი, ვინც დღეს უკრაინაში იბრძვიან, ამბობენ, რომ ეს საქრათველოსთვის ბრძოლაც არის. უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმდებების დროს, კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა. ალეკო გრიგოლაშვილი, ლუგანსკის ოლქში, ტერორისტებთან შეტაკებაში მაშინ მოჰყვა, როდესაც ისინი საავადმყოფოს დაესხნენ თავს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ობიექტს მოხალისეები იცავდნენ. როგორც ჩვენთან საუბარში მისი ქართველი თანამებრძოლი აცხადებს, ალეკო ქალაქ სჩასტეში იყო და ადგილობრივებს ინსტრუქტაჟს უტარებდა. შეტაკება, რომლის დროსაც ალეკოსთან ერთად კიდევ ერთი უკრაინელი დაიღუპა, ლამის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა...

ირაკლი, უკრაინაში მყოფი ქართველი სამხედრო:

- ალეკო ახალი ჩამოსული იყო. ადგილობრივებს თავის გამოცდილებას უზიარებდა. პროფესიით სამხედრო - მე-3 ბრიგადის G2 სერჯანტი იყო. მერე საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან წამოვიდა და უკრაინაში ჩამოვიდა, სადაც სამხედროებს წვრთნიდა. აქაურებისთვის გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს... უკრაინული ბატალიონის "აიდარის" წევრი იყო... ძალიან დამწყდა გული, როდესაც ადამიანი ომში მიდის, თანაც ბრძოლის წინა ხაზზეა, იმაზეც ფიქრობს, რომ შეიძლება ტყვია მასაც მოხვდეს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია