აბაშის რაიონის სოფელ მარანთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 8 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, 14 წლის მოზარდის კი - მძიმე. ამ დროისთვის დაშავებულებიდან ორი ქუთაისის საავადმყოფოში, 2 – აბაშაში, 2 - ზუგდიდში, 2 - სამტრედიაში, ხოლო 14 წლის ბიჭი კი თბილისში იაშვილის სახელობის საავადმყოფოს რენიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ განუცხადა, ის უკვე მიმეგზავრება სამტრედიაში, სადაც დაშავებულებს პირადად მონახულებს და საჭიროების შემთხვევაში მათი სხვაგან გადაყვანა მოხდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ჩასვლას ზუგდიდშიც გეგმავს.
აბაშის რაიონის სოფელ მარანთან მიკროავტობუსი ჩაქროსნულ მატარებელს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა. დაშავებულთა ახლობლების ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა სავარაუდოდ მატარებელი ვერ შეამჩნია.